შეზღუდული რაოდენობის უფასო ადგილები პირველ რიგში, განკუთვნილია არქიტექტორებისთვის, ფასადის კონსულტანტებისთვის, დეველოპერებისთვის, მთავრობის წარმომადგენლებისთვის, პროექტის მართვის კონსულტანტებისთვის, მთავარი კონტრაქტორებისთვის, მდგრადობის კონსულტანტებისთვის, ხანძარსაწინააღმდეგო კონსულტანტებისთვის, ფასადის კონტრაქტორებისთვის, ხარჯთაღრიცხვის კონსულტანტებისთვის და ა.შ. ღონისძიების საშვის მისაღებად, აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ, რომ უფასო ადგილების განაწილება ხდება ორგანიზატორების გადაწყვეტილებით და დამოკიდებულია თქვენი ორგანიზაციის ტიპზე.
თუ თქვენ ხართ პროდუქტის/მასალის მიმწოდებელი და გსურთ კონფერენციაზე დასწრება, დელეგატის საფასური იქნება 500 აშშ დოლარი თითო დელეგატზე. თუმცა, თუ თქვენ კომპანიას აქვს მიღებული მონაწილეობა წინა ღონისძიებებში, ხელახლა ვეღარ დარეგისტრირდება.
დელეგატთა დასწრების საკითხი სრულად განისაზღვრება ორგანიზატორთა შეხედულებისამებრ.
ონლაინ რეგისტრაცია წარმოადგენს კონფერენციაზე დასრების „ინტერესს “. შიდა სისტემის მიერ ფასდება რეგისტრაციები და შესაბამისად გაიცემა დადასტურება/საშვი. დადასტურების/საშვის წერილის მიღების გარეშე, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაცია არ არის საკმარისი ღონისძიებაზე დასასწრებად.
რეგისტრაციის წარმატებით დადასტურების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ საშვს 3-4 სამუშაო დღის განმავლობაში. შესაძლებელია, უფრო ადრეც. რეკომდენდირებულია, შეამოწმოთ სპამ საქაღალდე, რადგან არსებობს იმის შანსი, რომ დადასტურების წერილი სწორედ მანდ მოხვდეს.თუ თქვენ არ მიიღებთ დადასტურების წერილს დადგენილ ვადაში, თქვენი სტატუსის შესამოწმებლად, გთხოვთ მისწეროთ ორგანიზატორებს/უპასუხეთ საინფორმაციო წერილს.
რეგისტრაციისთვის, რეკომენდირებულია გამოიყენოთ თქვენი კომპანიის/ოფიციალური ელ. ფოსტის ID, რათა დროულად მოხდეს დადასტურება. თქვენი პირადი ელ-ფოსტის გამოყენება არაა მიზანშეწონილი.
არა. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ონლაინ, ადგილზე რეგისტრაცია არ ხდება.
სპონსორის მიერ მოწვევის ასლი არ კვალიფიცირდება როგორც ღონისძიების საშვი. მოწვევის ასლების ბოლო გვერდზე აღწერილია რეგისტრაციის პროცესის დეტალები, სადაც ურჩევენ მოწვევის ყველა მიმღებს, ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.
არა, საშვის გადაცემა არ არის ნებადართული. ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია მოქმედი ID.
Social Feed / სოციალური პოსტები
#zakwof